თარგმანი: ესე იყო განწვალებაჲ მათი, რამეთუ დასად-დასად განყოფილნი არღარა ჩუეულებისაებრ საზოგადო ჰყოფდეს საზრდელსა თითოეულისასა, რაჲთამცა მდიდრისა თანა გამოიზარდა გლახაკიცა. ვინაჲცა მოციქული არცა სრულებით აჩუენებს მათდა რწმუნებასა, რაჲთა არა ყოვლად ურცხჳნო და გლისპ ყვნეს იგინი, არცა ყოვლად ურწმუნო ჰყოფს, რაჲთა არა თქუან, ვითარმედ, ვინაჲთგან არა დასარწმუნებელ არს ბრალი იგი მათი, ცუდად ამხილებს მათ. ამისთჳს ეტყჳს, ვითარმედ: "ზოგს-რე მრწამს".
1 კორინთელთა მიმართ 11:18
17. ამას რაჲ გამცნებ, არა გაქებ, რამეთუ არა უმჯობესად, არამედ უნაკლულევანესად შეჰკრბებით.18. პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგს-რაჲმე მრწამს.19. რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის, რაჲთა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11