მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:5

4. ყოველი მამაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაბურვილად, არცხუენს თავსა თჳსსა.5. და ყოველივე დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაუბურველად, არცხუენს იგი თავსა თჳსსა, რამეთუ ერთ არს და იგივე არს დაყუენილიცა იგი.6. რამეთუ უკუეთუ არა დაიბურავს დედაკაცი იგი, და იკუეცენცა; ხოლო უკუეთუ საძაგელ არს დედაკაცისა კუეცაჲ გინა დაყუენვაჲ, დაიბურენ მან.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
5. და ყოველივე დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წანაწარმეტყუელებდეს თავ-დაუბურველად, არცხუენს იგი თავსა თჳსსა, რამეთუ ერთ არს და იგივე არს დაყუენილიცა იგი.
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ყოველივე დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა თუ წინაჲსწარმეტყუელებდეს თავდაუბურველად, არცხუენს იგი თავსა თჳსსა (11,5).:

თარგმანი: იყვნეს არა ხოლო მამათა, არამედ დედათაცა შორის წინაჲსწარმეტყუელებისა მადლსა ღირს ქმნულნი, ვითარ-იგი ასულნი ფილიპესნი და სხუანი, უწინარესნი მათსა და შემდგომნი მათნი, რომელთათჳს წინაჲთვე თქუა წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: "წინაჲსწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი" (), არამედ აწ მოციქული ამას ამცნებს, რაჲთა თითოეული მამათა და დედათაგანი არა არცხუენდეს თავსა თჳსსა გარდასლვითა წესსა, ბუნებით დადებულსა მათ ზედა, რომელ არს მისი — თავდაუბურველ, ხოლო ამისი — თავდაბურვილ ყოფაჲ.

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: ყოველი დედაკაცი, რომელი ილოცვიდეს გინა წინაჲსწარმეტყუელებდეს თავ-უბურველად (11,5).:

თარგმანი: რამეთუ მაშინ დედანიცა წინაჲსწარმეტყუელებდეს და დადგიან თავ-უბურველად და თმა-მოკუეცილად და ესრეთ ილოცვიდიან და წინაჲსწარმეტყუელებდიან, ხოლო მამანი მოიზრდიდეს თმათთა და დაიბურვიდეს, ვითარცა აქუნდა საფილაფოზოთა შინა ჩუეულობაჲ. და იყო ორივე ესე საქმე წარმართული და ამისთჳს აყენებს მოციქული.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის