მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 11:8

7. მამაკაცისაჲ უკუე არა ჯერ-არს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისა არს.8. რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან;9. და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 11
8. რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან;
თავი ვ̂. რაჲთა არა ვეზიარებოდით ეშმაკთა, და რაჲთა არა ვერიდებოდით სყიდად, რაჲ გჳჴმდეს; და თუ ვითარითა სახითა ჯერ-არს დგომაჲ ლოცვასა შინა გინა მარხვასა, მამათაჲ ანუ დედათაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან; და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს (11,8-9).:

თარგმანი: ყოველნივე მიზეზნი წარმოუთქუმან, რომლითა თანამდებ არს დედაკაცი სამთავრო ყოფად მამაკაცისა, ვითარცა მისგან მოღებული და მისთჳს დაბადებული.

საუბარი 15. „ადამისი არა ეპოვა შემწე მსგავსი მისი" (დაბ 2:20-22)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. „ძუალი ძუალთა ჩემთაგანი" და წინასწარმეტყველება (2:22-23):

...წარმოიშვა ცოლი, შემდეგ კი ასე არ იქნება, არამედ ცოლისგან (წარმოიშობა) ქმარი, უფრო ზუსტად — არა ცოლისგან, არამედ ორივეს თანამონაწილეობით, როგორც პავლეც ამბობს: „არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან; რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს" (). ასეა, იტყვი; მაგრამ ეს სიტყვები აჩვენებს, რომ ცოლი ქმრისგან წარმოიშვა. მოითმინე, და მომდევნოდან ჭეშმარიტ სწავლებას დაინახავ. მოციქული ამბობს: „ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა" (), რითაც გვასწავლის, რომ (პირველი ცოლის შექმნის) შემდეგ კაცისა და ცოლის შობა ორივეს თანამონაწილეობით ხდება. ამიტომაც ადამმა თქვა: „აწ ესე ძუალი ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცი ჴორცთა ჩემთაგანი".

4. ქორწინების წინასწარმეტყველება და ღვთის სიყვარული (2:23-25)

შემდეგ, რათა ადამის წინასწარმეტყველების ზედმიწევნითობაში დარწმუნდე — იმაში, რომ მის მიერ ნათქვამი დღემდე სრულდება და (სამყაროს) დასასრულამდეც აღსრულდება, — ისმინე, რა მოსდევს. **„ამას, — ამბობს, — ეწოდოს ცოლ, რამეთუ ქმრისა მისისაგან გამოღებულ იქმნა იგი. ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თვისი და დედა თვისი...

სრულად ნახვა