მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:1

1. ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი.2. უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
1. ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი (12,1).:

თარგმანი: ახლად ნათელ-იღიან რაჲ მორწმუნეთა მათ, სულიერთა მადლთა ღირს იქმნებოდიან: რომელიმე - ენათა მეტყუელებასა, და რომელიმე — წინაჲსწარმეტყუელებასა და სხუაჲ — სხუასა რასმე. რამეთუ, ვინაჲთგან ყოველი ნათელღებული უეჭუელად მიიღებს სულსა წმიდასა, ხოლო მადლი სულისა ყოვლადწმიდისაჲ უხილავ არს და გონებითა ოდენ დასარწმუნებელ. გარნა იგინი, ვითარცა უსწავლელნი ძუელთა წიგნთანი და ახალმოქცეულნი წარმართობისაგან, უხილავისა რაჲსმე განცდად ვერ შემძლებელ იყვნეს. ამისთჳს ღმერთი ხილულთა მიერ გულსავსე ჰყოფდა უხილავთათჳს ფრიადსა მას სიჩჩოებასა მათსა. გარნა იგინი ეგრეთცა მიზეზ განწვალებისა ჰყოფდეს სიმდიდრესა მას მადლთასა; რამეთუ უმეტესისა მადლისა მიმღებელი აღზუავნებინ უდარესისა მიმღებელსა ზედა, და უმცირესისა მიმღებელი ეშურებინ უდიდესისასა მას. ამას თანა იყვნეს მათ შორის მოგუნიცა და ცრუწინაჲსწარმეტყუელნი, რომელთაგან უცნაურ იყო მათდა, თუ ვინ საღმრთოჲთა ანუ ვინ საეშმაკოჲთა სულითა წინაჲსწარმეტყუელებს. ამის ყოვლისა უმეცრებასა მათსა სწორებით განჰმართებს მოციქული წინამდებარესა ამას თავსა შინა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის