თარგმანი: ესრეთ უსაკუთრეს არს, ვითარმედ: უწყით, რამეთუ წარმართ იყვენით კერპთა მიმართ უჴმოთა, ოდეს-იგი ჰყვებოდეთ, ვითარცა იყვანებოდეთ. ესე იგი არს, ვითარმცა გამოუჩინებდა მათ, თუ ვითარი განყოფილებაჲ აქუს საღმრთოჲსა სულისა ძალთა საეშმაკოჲსა სულისა ძალთაგან, ანუ ვითარ იცნობებიან წინამოსწავებანი, გრძნებითნი ანუ წინაჲსწარმეტყუელებითნი. რამეთუ საეშმაკოჲსა სულისა მიერ აღძრული იგი გრძნეული არღარა თავით თჳსით ვალს ცნობიერი, არამედ ვითარცა აღბორგებული და ცნობამიღებული ჰყვების მას, რომლისაგან იყვანების, და არცა ერთი რაჲ უწყის, რასა-იგი იტყჳს. ხოლო წინაჲსწარმეტყუელი არა ეგრეთ, არამედ ცნობიერითა და ფრთხილითა გონებითა დაწყნარებულად ვალს და გულისჴმისყოფით იტყჳს, რასა-იგი იტყჳს.
1 კორინთელთა მიმართ 12:2
1. ხოლო სულიერთა მათთჳს, ძმანო, არა მნებავს უმეცრებაჲ თქუენი.2. უწყით, რამეთუ, ვიდრე-იგი წარმართღა იყვენით, კერპთა მათ მიმართ უჴმოთა ვითარ-იგი შეუდეგით, მიმოყვანებულ იყვენით.3. ამისთჳს გაუწყებ თქუენ, რამეთუ არავინ სულითა ღმრთისაჲთა იტყოდის და თქუას: შეჩუენებულ იესუ; და არავის ჴელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12