თარგმანი: კაცთა მიმართ შესატყუებელნი სიტყუანი რეცა ვითარცა პირითა ასოთაჲთა წარმოთქუნა, რამეთუ ჩუენებად ჰნებავს, ვითარმედ, დაღაცათუ ვისმე უდარესი მადლი აქუნდეს, მის ძლით არა განჴდილ არს გუამისა სავსებისაგან, ვინაჲთგან კაცობრივსა ამასცა შინა შეზავებასა უმცირესი და უდიდესი ასოთაჲ ზოგად აღმავსებელ არიან ერთისა მის გუამისა.
1 კორინთელთა მიმართ 12:15
14. და რამეთუ გუამი იგი არა არს ერთ ასო, არამედ მრავალ.15. უკუეთუ თქუას ფერჴმან, ვინაჲთგან არა ვარ ჴელ, არა ვარ მის გუამისაგანი, ამისგან-მე არა არსა მის გუამისაგანი?16. ანუ თუ თქუას ყურმან, რამეთუ არა ვარ თუალ, არა ვარ მის გუამისაგანი, ნუ ამისთჳს არა არსა მის გუამისაგანი?
1 კორინთელთა მიმართ თავი 12