თარგმანი: ვინაჲთგან თუალი და ფერჴნი მოიჴსენნა, რაჲთა არა მის ძლით შეაწუხნეს უმცირესისა მადლისა მიმღებელნი, ვითარცა იჭუნეულნი, ვითარმედ: ნუუკუე და ესრეთ უდარეს არიან სხუათა, ვითარცა ფერჴი თუალსა! — ამისთჳს აწ უეჭუელ ჰყოფს, ვითარმედ, ვითარ-იგი გუამსა ამისთჳს ეწოდების გუამ, რამეთუ მრავალ ასოებით ერთად შენაწევრებულ არს, ეგრეთვე გუამსა ამას ქრისტეჲსსა, ეკლესიასა, ესე გუამ ჰყოფს — თითოსახეობაჲ მის შორის მყოფთა მადლისა და მსახურებათაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 12:17
16. ანუ თუ თქუას ყურმან, რამეთუ არა ვარ თუალ, არა ვარ მის გუამისაგანი, ნუ ამისთჳს არა არსა მის გუამისაგანი?17. უკუეთუ ყოველი გუამი თუალ იყოს, სადა არს სასმენელი? უკუეთუ ყოველი სასმენელ იყოს, სადა არიან საყნოსელნი?18. აწ ესერა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თჳთოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12