მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:18

17. უკუეთუ ყოველი გუამი თუალ იყოს, სადა არს სასმენელი? უკუეთუ ყოველი სასმენელ იყოს, სადა არიან საყნოსელნი?18. აწ ესერა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თჳთოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება.19. ხოლო უკუეთუმცა იყო ყოველი ერთ ასო, სადამცა იყო გუამი იგი?
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
18. აწ ესერა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თჳთოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ ესერა ღმერთმან დასხნა ასონი იგი თითოეულად გუამსა მას შინა, ვითარცა ინება (12,18).:

თარგმანი: ვინაჲთგან ნებად ღმრთისა გამოაჩინა საქმე ესე, ამიერითგან უჯერო არს წუხილი საქმისა მისთჳს, რომელი სთნავს ღმერთსა. ხოლო შენ იხილე, რამეთუ, რაჲ-იგი ზემო სულისა წმიდისათჳს თქუა, ვითარმედ: "ვითარცა ინება", მასვე აქა მამისათჳს იტყჳს, რაჲთა გასწავოს, ვითარმედ არა არს განყოფილებაჲ ნებისაჲ შორის მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის