მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 12:22

21. ხოლო ვერ ჴელ-ეწიფების თუალსა, ვითარმცა ჰრქუა ჴელსა: არა მიჴმ შენ; ანუ კუალად თავსა - ფერჴთა, ვითარმედ: არა მიჴმთ თქუენ.22. არამედ უფროჲსღა უმეტეს, რომელი-იგი საგონებელ არს ასოჲ გუამისაჲ მის უუძლურესად, იგი უსაჴმარეს არს.23. და რომლისასა ვჰგონებთ უპატიო-ყოფად გუამისაგან, ამათ პატივსა უმეტესსა მივსცემთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12
22. არამედ უფროჲსღა უმეტეს, რომელი-იგი საგონებელ არს ასოჲ გუამისაჲ მის უუძლურესად, იგი უსაჴმარეს არს.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არამედ უფროჲსღა უმეტეს, რომელი-იგი საგონებელ არს ასოჲ გუამისაჲ მის უუძლურესად, იგი უსაჴმარეს არს, და რომლისასა ვჰგონებთ უპატიო-ყოფად გუამისა მისგან, ამათ პატივსა უმეტესსა მივსცემთ (12,22-23).:

თარგმანი: ამიერითგან აჩუენებს არა ხოლო საკმარებასა, არამედ ნუუკუე და უმეტეს დიდისა მის საჴმარ-ყოფასა უმცირესისა მისსა. ხოლო კეთილად დაჰრთო "საგონებელობაჲ", რამეთუ უმცირესობაჲ იგი მადლისაჲ საგონებელ ოდენ არს უმცირეს ყოფად, და არათუ არს-ცა. ამისთჳს ორგზის აქცევს "საგონებელ"-"ვჰგონებთ"-სა, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ სახელი ოდენ აქუს მცირედ საგონებლობისაჲ, არამედ ჭეშმარიტებით დიდ არს, რომელი თანა-ყოფითა სრულ, და განყოფითა უსრულ ჰყოფს ზოგადსა გუამსა ეკლესიისასა. ხოლო სიტყუაჲ ესე "უუძლურესობისაჲ" ვიეთმე თუალთათჳს თქუმულად გულისჴმა-ყვეს, რომელნი-იგი, დაღაცათუ უუძლურეს არიან სხუათა ასოთა, შემთხუევისათჳს და თავს-დებისა ძჳრთაჲსა, არამედ უპატიოსნეს არს საჴმარებაჲ მათი ასოთა შინა გუამისათა. ხოლო უპატივოებაჲ ვიეთმე ფერჴთათჳს თქუეს, რომელნი-იგი უქუემოეს არიან ყოველთა ასოთასა, არამედ მათ ზედა დამტკიცებულ არს ყოველი გუამი. გარნა კუალად ვიეთმე — ესრეთ, ვითარმედ: უპატიო უწოდს ასოთა მათ შვილიერებისა მოქმედთა, რომელნი-იგი, დაღაცათუ უშუერ არიან, არამედ ესოდენ კრძალულებით პატივ-იცემებიან, ვიდრეღა უადვილეს გჳჩნნ ერთბამად ყოველთა ასოთა განშიშულებაჲ, ვიდრე...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის