თარგმანი: ზემოთა მათ სიტყუათა მიერ უმცირესისა მადლისა მქონებელთა განსწავლიდა არა-მწუხარებად, არცა მოშურნე ყოფად უდიდესთა მათ, ხოლო აწ უმეტესისა მადლისა მიმღებელთა მათ სწავლის დამდაბლებად ზუაობისაგან, ვითარმედ: უდიდესობითა ოდენ მათითა ვერ სრულ-იქმნების გუამი ეკლესიისაჲ, არამედ ფერჴიღა თუ აკლდეს, რომელ არს უდარესთაგანი ვინმე, არა ხოლო უსრულობაჲ, არამედ კელობაჲცა შემთხუევად არს მისდა.
20. ხოლო აწ მრავალ არს ასოები და ერთ გუამი.21. ხოლო ვერ ჴელ-ეწიფების თუალსა, ვითარმცა ჰრქუა ჴელსა: არა მიჴმ შენ; ანუ კუალად თავსა - ფერჴთა, ვითარმედ: არა მიჴმთ თქუენ.22. არამედ უფროჲსღა უმეტეს, რომელი-იგი საგონებელ არს ასოჲ გუამისაჲ მის უუძლურესად, იგი უსაჴმარეს არს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12