თარგმანი: რაჲ არს შუენიერებაჲ უმეტესი, თჳნიერ ვითარ ზემო ვთქუ, რამეთუ უმეტეს სხუათა ასოთა ვჰფარავთ შიშულოებასა მათსა. და არა თუ უმეტეს სხუათა მათ პატიოსანთა ასოთასა მას პატივ-ვსცემთ, არამედ მათ არარაჲ უჴმს აღკრძალვაჲ განშუენებითი, ვითარცა თჳთ შუენიერთა, ხოლო ამას ჩუენ კრძალულებით ფარვითა უმეტეს განვაშუენებთ, რაჲთა არარაჲ უშუერებაჲ იხილვებოდის ჩუენ შორის.
1 კორინთელთა მიმართ 12:24
23. და რომლისასა ვჰგონებთ უპატიო-ყოფად გუამისაგან, ამათ პატივსა უმეტესსა მივსცემთ.24. და უშუერსა მას ჩუენსა შუენიერებაჲ უმეტესი აქუს, ხოლო შუენიერსა მას ჩუენსა არარაჲ უჴმს. არამედ ღმერთმან შეზავა გუამი იგი და ნაკლულსა მას უმეტესი მისცა პატივი,25. რაჲთა არა იყოს წვალებაჲ ჴორცთა მათ შინა, არამედ მასვე ერთიერთისათჳს ზრუნვიდენ ასონი იგი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12