თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ნამდჳლვე ჭეშმარიტებით ერთ გუამ ხართ, უეჭუელად საზოგადო არს ვნებაჲცა და სიხარულიცა ერთისა ასოჲსაჲ, რაჲთა, რაჟამს ერთსა ელმოდის, მის თანა ყოველთა გელმოდის; ვითარ-იგი თუალთა ელმის, მოეკუეთებოდის რაჲ ფერჴი და კუალად, რაჲთა იდიდებოდის რაჲ ერთი ასოჲ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, მის თანა უხროდის ყოველთა ასოთა. რამეთუ თავიცა, გჳრგჳნოსან რაჲ იქმნებინ, ყოველთა ასოთაჲ იყვის დიდებაჲ და სიხარული იგი; რომელი-ესე უდარესთა მათ სწავლის, რაჲთა არა ეშურებოდინ პატივსა უწარჩინებულესთასა.
25. რაჲთა არა იყოს წვალებაჲ ჴორცთა მათ შინა, არამედ მასვე ერთიერთისათჳს ზრუნვიდენ ასონი იგი.26. და თუ ევნებინ რაჲ ერთსა ასოსა, მის თანა ელმინ ყოველთა ასოთა; და თუ იდიდებინ ერთი ასოჲ, მის თანა იდიდებიედ ყოველნი ასონი.27. თქუენ ხართ ჴორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12