თარგმანი: ამას ადგილსა სარწმუნოებად იტყჳს არა შჯულთა მართლმორწმუნეობასა, არამედ უზეშთაეს მისსა — სასწაულთა მოქმედებისა სარწმუნოებისა მიერ მიმღებლობასა, რომლისათჳს მოციქულნი ევედრებოდეს უფალსა: "შემძინე ჩუენ სარწმუნოებაჲ" (). და კუალად თავადი ეტყოდა, ვითარმედ: "გაქუნდა თუმცა სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, არქუთ-მცა მთასა ამას —"იცვალე ამიერ" — და იცვალა-მცა" ().
1 კორინთელთა მიმართ 12:9
8. რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, ხოლო სხუასა სიტყუაჲ მეცნიერებისაჲ მითვე სულითა,9. და სხუასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა,10. რომელსამე შეწევნანი ძალთანი, რომელსამე წინაწარმეტყუელებაჲ, რომელსამე განკითხვაჲ სულთაჲ, და სხუასა თესლად-თესლადი ენათაჲ, და სხუასა თარგმანებაჲ ენათაჲ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 12