თარგმანი: ენად ანგელოზთა არა თუ ჴორციელსა ამას ორღანოსა იტყჳს ენისასა უჴორცოთა მათთჳს, არამედ ჩუენ მიერითა ამით ჩუეულებითითა სახელითა ურთიერთას ზრახვასა მათსა განაცხადებს, რომელი-იგი იქმნების თჳნიერ ჴმოვანისა სიტყჳსა; ვითარ-იგი სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: "მისსა მოდრკეს ყოველი მუჴლი ზეცისათაჲ და ქუეყანისათაჲ" ().
1 კორინთელთა მიმართ 13:1
1. ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე, ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელნი ჴმობედ.2. და მაქუნდეს ღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 13