...ლე ექმნა, შეგიჭრიან ძარღუნი ეშმაკისანი, შეგიმუსრავს თავი მისი, დაგიჴსნიეს ძალი მისი, მძლექმნილ ხარ მჴედრობისა მისისა და გიქმნიეს ყოველთა უმეტესი სასწაული. არა ჩემი არს სიტყუაჲ ესე, არამედ ნეტარისა პავლესი, რამეთუ მან ოდეს-იგი თქუა, თუ: „გშურდინ მადლი იგი უმეტესი, და მერმე უმეტესი გზაჲ გიჩუენო თქუენ“, არა სასწაულთა უწესა უმეტესად გზად, არამედ სიყუარულსა - ძირსა მას ყოველთა კეთილთასა. უკუეთუ იგი მოვიგოთ და ნაშობნი იგი მისნი მრავალნი სათნოებანი, არად საჴმარ იყვნენ ჩუენდა სასწაულნი, ვითარცა, უკუეთუ იგი არა მოვიგოთ, არარაჲ სარგებელ გუეყვნენ ჩუენ სასწაულნი. რამეთუ უკუეთუ გუსურის ბაძვაჲ მოციქულთაჲ, იგი საქმენი შევიკრძალნეთ, რომლითა იგინი დიდ იქმნეს. ვინაჲ უკუე იქმნეს დიდ?
ისმინე, რასა იტყჳს პეტრე: „უფალო, აჰა ესერა ყოველი დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“ ისმინე ქრისტესიცა, რაჲ მიუგო: „ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ, რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას მოსლვასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა. და ყოველმან, რომელმან დაუტეოს სახლი, გინა ძმანი, გინა დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყან...