10.ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდეს-ვე.11.ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი.12.რამეთუ ვხედავთ აწ, ვითარცა სარკითა და სახითა, ხოლო მაშინ პირსა პირისპირ. აწ ვიცი მცირედ, ხოლო მერმე ვიცნა, ვითარცა შევემეცნე.
მოციქულისაჲ: ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი (13,11).:
თარგმანი: ამას ზემოთა მათ თქუმულთა დასამტკიცებელად შემოიღებს და სიყრმისა ჟამად უწოდს საწუთროსა ამას განქარვებადსა, ხოლო მამაკაცებისად - საუკუნოსა მას განუქარვებელსა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა ემატოს სიმართლე თქუენი უფროჲს მწიგნობართა და ფარისეველთა, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა“ (5,20).:
...(1 კორ. 13,9-10) სრულად მერმესა მას საუკუნესა უწესს და მცირედ - აწინდელსა ამას გულისჴმის-ყოფასა. და კეთილად აჩუენა მან ძუელისა მის შჯულისა წესი და ახლისაჲ და მერმისა მისცა საუკუნისა, რაჟამს თქუა: „ოდეს-იგი ვიყავ ყრმაჲ, ვიტყოდე, ვითარცა ყრმაჲ, ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი“. სიყრმედ ძუელსა მას უწოდა და მამაკაცობად - ახალსა. მერმე იტყჳს ახალისა ამისთჳს და ყოფადისა მის მას საუკუნესა, ვითარმედ: „ვხედავ აწ, ვითარცა სარკითა, ხოლო მაშინ - პირისპირ; აწ ვიცი მცირედ, ხოლო მაშინ ვიცნა, ვითარცა შევემეცნე“. ხოლო დაღაცათუ მი-რაჲ-ვემთხჳნეთ საუკუნესა მას სასუფეველსა, აწინდელნი ესე წესნი განქარდებიან და სხუაჲ უაღრესი ცხორებაჲ შემოვალს, არამედ არა ვიტყჳთ ამის ჯერისათჳს, თუ შეურაცხ არს ახალი ესე შჯული, არამედ უწყით, ვითარმედ დიდ არს და საკჳრველ. ეგრეთვე, რომელ ძუელი იგი უმცირესი იყო და ახალი ესე უსრულესი შემოვიდა, არა ჯერ-არს თქუმად, თუ ბოროტ იყო იგი. ნუ იყოფინ! არამედ კეთილ იყო ჟამსა შინა თჳსსა.
ხოლო აწ, ვინაჲთგან აღთქუმანიცა სასყიდელთა უზეშთაესთანი მოგუეცნეს და ძალი სულისა წმიდისაჲ უმეტესი მოგუენიჭა, სამართლად უმეტესსაცა სათნოებისა სიმართლესა ეძიებს ჩუენგ...