თარგმანი: ვითარ ეგების შეჭმაჲ მონაგებისაჲ თჳნიერ სიყუარულისა, ანუ წამებაჲ ესოდენ სასტიკითა სიკუდილითა, რომელ ჴორცნი დაიწუნენ, თჳნიერ ქრისტეს სურვილისა? ანუ თუ ცხად არს, ვითარმედ იქმნების მიცემაჲ ანუ ჭამებაჲ გლახაკთაჲ ოდესმე არა სიყუარულით და წყალობით, არამედ ანუ მაჩუენებლობით ანუ გარეწარად, თჳნიერ თანალმობისა. ამისთჳს ასწავებს მათ, რაჲთა არა ხოლო ლიტონად მისცემდენ, არამედ აჭამებდენ-ცა თანალმობით და წყალობით, რომელ არს მიცემასავე თანა ჴელითმსახურებაჲცა. და კუალად, წამებისა ღუაწლთა ვითარ უჴმარ ჰყოფს, გარნა თუ თანამოწამებითა საუფლოჲსა მის სიტყჳსაჲთა, რომელმან ძეთა ზებედესთა წამებითა აღსასრული არა სხჳსა რაჲსათჳსმე უღირსად გამოუჩინა მარჯულ და მარცხლ ჯდომისა, არამედ ამისთჳს, ვითარმედ არა სასოებითა ოდენ მოსაგებელთაჲთა ჯერ-არს თავს-დებაჲ ღუაწლთაჲ, არამედ სიყუარულითა მეუფისაჲთა დადებად სული თჳსი მისთჳს, რომელმან-იგი სული თჳსი დადვა ჩუენთჳს, ვითარ-იგი ამისსა შემდგომად უჩუენებდა მათ საძიებელსა მათგან, ვითარმედ: "რომელსა უნდეს თქუენ შორის პირველ-ყოფაჲ, იყავნ ყოველთა მსახურ, ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთა იმსახუროს, არამედ მსახურებად და...
1 კორინთელთა მიმართ 13:3
2. და მაქუნდეს ღათუ წანაწარმეტყუელებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ, მაქუნდეს ღათუ ყოველივე სარწმუნეოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ.3. და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა.4. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის,
1 კორინთელთა მიმართ თავი 13