თარგმანი: სხუა-ენაობისასა ესე უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ვიყო მე მზრახვალისა მის ჩემისა ბარბაროზ, და რომელი-იგი იტყოდის, — ჩემდა მომართ ბარბაროზ. რამეთუ სხუაენაობაჲ არავის დააყენებს სმენად მეცნიერსა მრავალთა ენათასა. ხოლო ურთიერთას ბარბაროზ ყოფაჲ ესე არს, რაჟამს ორნივე სწორად უმეცარ იყვნენ ენასა ერთიერთისასა. რამეთუ ბარბაროზობაჲ არა სიბოროტისაგან იქმნების ენისა, არამედ ორკერძოვე უმეცრებისაგან ენისა. რამეთუ, რაჟამს არცა ერთსა ესმოდის ენაჲ მეორისაჲ, ბარბაროზ არიან ორნივე ურთიერთას.
1 კორინთელთა მიმართ 14:11
10. ესოდენნი სახენი თესლადნი ჴმათანი არიან სოფელსა შინა და არცა ერთი მათგანი არს უჴმო.11. უკუეთუ არა ვიცოდი ძალი იგი ჴმისაჲ მის, ვიყო მე მეტყუელისა მის ჩემისა ვითარცა სხუაჲ ენაჲ, და რომელი-იგი მეტყოდის მე - ვითარცა სხუაჲ ენაჲ.12. ეგრეთცა თქუენ, ვინაჲთგან მოშურნე ხართ სულთა, აღსაშენებელად ეკლესიისა ეძიებდით, რაჲთა აღემატებოდით.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14