მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:15

14. რამეთუ უკუეთუ ვილოცვიდე ენითა, სული ჩემი ილოცავს, ხოლო გონებაჲ ჩემი უნაყოფო არს.15. აწ უკუე რაჲ არს? ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა; ვგალობდე თუ სულითა, ვგალობდე გონებითაცა.16. ხოლო უკუეთუ აკურთხევდე სულითა, რომელი-იგი აღასრულებდეს ადგილსა მას უცბისასა, ვითარ-მე თქუას „ამინი“ შენსა მას ზედა მადლობასა? ვინაჲთგან რასა-იგი იტყჳ, არა იცის.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
15. აწ უკუე რაჲ არს? ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა; ვგალობდე თუ სულითა, ვგალობდე გონებითაცა.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე რაჲ არს, ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა. ვგალობდე თუ სულითა, ვგალობდე გონებითაცა (14,15).:

თარგმანი: სულითა ლოცვად მას უწოდს, რომელი თჳსისა სულისამდე ოდენ მიაწევდეს და თჳთ ოდენ გულისჴმა-ჰყოფდეს სიტყუათა მათ ლოცვისათა. ხოლო გონებისა ლოცვაჲ ესე არს, რაჟამს ნაყოფი იგი გულისჴმის-ყოფისაჲ სხუათა მიმართ მიიწეოდის. ხოლო გალობისა წილ ესე უსაკუთრეს არს: ვფსალმუნებდე თუ სულითა, ვფსალმუნებ გონებითაცა. და ესეცა ესრეთ გულისჴმა-იყოფების, ვითარ-იგი ლოცვისაჲ. და ზოგად ძალი ამათ სიტყუათაჲ ესე არს, ვითარმედ: უჴმს ყოველსა, რომელსა მიეღოს მადლი ენათაჲ, თქუმად სიტყუათა ლოცვისა ანუ სწავლისათა, რაჲთა ანუ ლოცვით ითხოვოს ღმრთისაგან მიცემად მისსა მადლიცა თარგმანებისაჲ სარგებელ ყოფად სხუათა, ანუ რაჲთა სხუაჲ ვინმე შემძლებელი თარგმნობისაჲ მიიყვანოს თანაშემწედ სარგებელისათჳს ძმათაჲსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის