თარგმანი: ესე არს კურთხევაჲ სულითა, რაჟამს თჳთ ოდენ მეჯერ იყოს, ხოლო სხუათა ვერ გამოუთარგმანებდეს ძალსა მათ სიტყუათასა, რომელთა იტყოდის სულისა მიერ. ვინაჲცა უცნაური იგი და გამოუთარგმანებელი სიტყუაჲ, დაღაცათუ კურთხევაჲ იყოს ღმრთისაჲ, ვერცა ეგრეთ სრულ იქმნების ამინითა, რაჟამს უცებ წოდებულმან მან მსოფლელმან ვერ გულისჴმა-ყვის ძალი სიტყჳსაჲ მის. ხოლო აღმასრულებელად ადგილსა მას უცბისა მსოფლელისასა ერისკაცთა იტყჳს, რამეთუ გარეშენი ესრეთ ჩუეულ არიან წოდებად მჴედართა.
1 კორინთელთა მიმართ 14:16
15. აწ უკუე რაჲ არს? ვილოცვიდე თუ სულითა, ვილოცვიდე გონებითაცა; ვგალობდე თუ სულითა, ვგალობდე გონებითაცა.16. ხოლო უკუეთუ აკურთხევდე სულითა, რომელი-იგი აღასრულებდეს ადგილსა მას უცბისასა, ვითარ-მე თქუას „ამინი“ შენსა მას ზედა მადლობასა? ვინაჲთგან რასა-იგი იტყჳ, არა იცის.17. რამეთუ შენ სამე კეთილად ჰმადლობ, არამედ მოყუასი შენი არა აღეშენების.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14