მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:23

22. ამისთჳსცა ენანი სასწაულად არიან არა მორწმუნეთათჳს, არამედ ურწმუნოთათჳს; ხოლო წანაწარმეტყუელებაჲ არა ურწმუნოთათჳს, არამედ მორწმუნეთათჳს.23. აწ უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად, და ყოველნი ენითა იტყოდიან, და შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არა-მე თქუანა, ვითარმედ: სცთებით გინა ჰბორგთ?24. ხოლო უკუეთუ ყოველნი წანაწარმეტყუელებდენ, და შე-ვინმე-ვიდეს ურწმუნოჲ გინა უცები, ეხმილოს ყოველთა მიერ, განიკითხოს ყოველთა მიერ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
23. აწ უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად, და ყოველნი ენითა იტყოდიან, და შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არა-მე თქუანა, ვითარმედ: სცთებით გინა ჰბორგთ?
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუეთუ შეკრბეს ყოველი კრებული ერთბამად და ყოველნი ენათა იტყოდიან, და შევიდენ ვინმე ურწმუნონი გინა უცებნი, არა-მე თქუანა, ვითარმედ: "სცთებით" გინა "ჰბორგთ"? (14,23).:

თარგმანი: მყუდროებით ამხილებს, ვითარმედ არა ხოლო სარგებელისაგან ნაკლულევან არს სიმრავლე ენათა მეტყუელებისაჲ, არამედ სავნებელისაცა მიზეზ ექმნების ურწმუნოთა და უცებთა, რომელნი-იგი თჳსისა უგუნურებისა მიერ შეიმთხუევენ სავნებელსა, და არა თუ უჯეროებისაგან მადლისა მის, რომელი-იგი ჭეშმარიტად საღმრთო არს და ნიჭ სულისა წმიდისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის