თარგმანი: ესრეთ ძუელსა შინა ნაბუქოდონოსორ თაყუანისმცემელ ღმრთისა ყო წინაჲსწარმცნობელობამან მან დანიელისმან. და კუალად, ახალსა შინა ანანიაჲს და საპფირაჲს ზედა ქმნილმან დაფარულთა ცნობამან პეტრესმან ყოველი იგი ერი შეშინებულ და ზარგანჴდილ ყო განკრძალულებით მოქალაქობად, რომლისათჳს უმეტეს შემძლებელ არს ყოვლისა, შეძრწუნებად კაცთა, რაჲთა შიშით და ძრწოლით ჰმონებდენ უფალსა, რაჟამს დაფარულნი გულისა მათისანი ცხადად იმხილნენ წინაჲსწარმეტყუელისა მიერ.
1 კორინთელთა მიმართ 14:25
24. ხოლო უკუეთუ ყოველნი წანაწარმეტყუელებდენ, და შე-ვინმე-ვიდეს ურწმუნოჲ გინა უცები, ეხმილოს ყოველთა მიერ, განიკითხოს ყოველთა მიერ.25. და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ, და ესრეთ დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ: ნანდჳლვე ღმერთი თქუენ შორის არს.26. რაჲ-მე უკუე არს, ძმანო? რაჟამს შეჰკრბეთ ერთბამად, კაცად-კაცადსა თქუენსა ფსალმუნი აქუს, მოძღურებაჲ აქუს, გამოცხადებაჲ აქუს, თარგმანებაჲ აქუს, ენათა მეტყუელებაჲ აქუს, - ყოველივე ესე აღსაშენებელად იქმნებოდენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14