თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: აჰა, გისწავიეს საზომი მადლთა განყოფისაჲ. ამიერითგან გასწავო იგიცა, თუ ვითარ გიჴმს ჴუმევაჲ თითოეულისა მათგანისაჲ ერთად შეკრებასა მას თქუენსა შინა.
25. და ესრეთ დაფარულნი გულისა მისისანი განცხადნენ, და ესრეთ დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცეს ღმერთსა და აღიაროს, ვითარმედ: ნანდჳლვე ღმერთი თქუენ შორის არს.26. რაჲ-მე უკუე არს, ძმანო? რაჟამს შეჰკრბეთ ერთბამად, კაცად-კაცადსა თქუენსა ფსალმუნი აქუს, მოძღურებაჲ აქუს, გამოცხადებაჲ აქუს, თარგმანებაჲ აქუს, ენათა მეტყუელებაჲ აქუს, - ყოველივე ესე აღსაშენებელად იქმნებოდენ.27. უკუეთუ ენითა ვინმე იტყოდის, ორნი გინა თუ უმრავლეს სამნი, და ერთი გამოსთარგმანებდინ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14