მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 14:3

2. რამეთუ რომელი-იგი იტყჳნ ენითა, არა კაცთა ეტყჳნ, არამედ ღმერთსა, რამეთუ არავის ესმის, რამეთუ სულითა იტყჳს საიდუმლოთა.3. ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყჳს აღშენებასა, ვედრებასა და ნუგეშინის-ცემასა.4. რომელი იტყჳნ ენითა, თავსა თჳსსა აღაშენებნ; ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებდეს, კრებულსა აღაშენებს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14
3. ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყჳს აღშენებასა, ვედრებასა და ნუგეშინის-ცემასა.
თავი ჱ̂. განყოფილებისათჳს მადლთაჲსა, და მსახურებათა მათთაჲსა, და განგებათა, რომელსა შინა იტყჳს, ვითარმედ სიყუარული უზეშთაეს არს ყოველთა მადლთა; და წინაჲსწარმეტყუელებისათჳს, ვითარმედ უზეშთაეს არს ენათა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ რომელი წინაჲსწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყჳს აღშენებასა, ვედრებასა და ნუგეშინის-ცემასა (14,3).:

თარგმანი: აჰა ზოგადნი ყოველთა სარგებელნი წინაჲსწარმეტყუელებანი, ვითარ აღაშენებს კაცთა, განამტკიცნეს რაჲ იგინი სარწმუნოებასა შინა, და ვედრებით ეზრახოს მათ მოქცევად უფლისა და ნუგეშინის-სცეს მათ ზედა მომავალთა განსაცდელთათჳს.

ჰომილია 5
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5.:

...ესაუბრეთ, და ყოველმა თქვენგანმა მოყვასთა ცხონება იკისროს. რამეთუ იმის დასტურად, რომ ოჯახის წევრებმა ამ საქმეებში წინამძღვრობა უნდა იკისრონ, მოისმინე, სად გზავნის პავლე ქალებს: ამბობს, „ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ“ (); და მათ მასწავლებელთან არ მიჰყავს. როგორც წიგნის სასწავლებლებში თვით მოწაფეთა შორისაც არიან მასწავლებლები, ასეა ეკლესიაშიც; რამეთუ მას სურს, რომ მასწავლებელს ყველამ არ შეაწუხოს.

რატომ? რადგან ასე დიდი სიკეთეები იქნება: არა მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელს შრომა შეუმსუბუქდება, არამედ იმიტომაც, რომ მოწაფეთაგან თითოეულს, როცა იზრუნებს და ეს საზრუნავი ექნება, მალე შეუძლია მასწავლებელი გახდეს. იხილე, რა დიდ მსახურებას შემოაქვს ცოლს: სახლს უვლის, სახლში არსებულ ყოველივეზე ზრუნავს, მხევლებს განაგებს, საკუთარი ხელებით მოსავს, შვილთა მამად წოდებას განიჭებს, სამეძაოებისგან გათავისუფლებს, უმანკოებისკენ შეგეწევა და ბუნების მძაფრ აღგზნებას აცხრობს. მაგრამ...

სრულად ნახვა
ჰომილია 9
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ეკლესიაში ქალმა ხმაც ნუ ამოიღოსო, ამბობს; ამასვე ამბობდა კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში, როცა წერდა: „დედანი თქუენნი ეკლესიასა შინა დუმნედ, რამეთუ არა ბრძანებულ არს მათდა სიტყუად, არამედ დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს... რამეთუ საძაგელ არს დედათაჲ ეკლესიასა შინა ზრახვად“ (). რატომ? რადგან, ამბობს, რჯულმა ისინი დაუმორჩილა: „დამორჩილებად, ვითარცა შჯულიცა იტყჳს“ (). და კვლავ სხვაგან: „ხოლო უკუეთუ სწავლის რაჲმე უნდეს, სახლსა შინა თჳსთა ქმართა ჰკითხედ მათ“ (). მაგრამ მაშინ ასეთი სწავლების გამო ქალები დუმდნენ; ახლა კი მათ შორის დიდია ხმაური, დიდი ყვირილი, ბევრი საუბარი, და არსად სხვაგან იმდენი არ არის, რამდენიც აქ; ნახავდი, რომ ყველანი იმდენს ლაპარაკობენ, რამდენსაც ვერც ბაზარში ნახავდი და ვერც აბანოებში. რადგან თითქოს სწორედ ამისთვის მოდიან, რომ მოსვენება ჰქონდეთ, ყველანი ასე არიან უსარგებლო საუბრით დაკა...

სრულად ნახვა