თარგმანი: რომელნი-იგი ენათა იტყოდიან, თჳნიერ თარგმანებისა არავინ უწყინ ჴმაჲ მათი, რაჟამს სხჳთა ენითა იტყოდიან, და არა მით, რომლითა ჩუეულ იყვნიან მკჳდრნი მის ქუეყანისანი. ამისთჳს დაღაცათუ წინაჲსწარმეტყუელებისასა უდარეს არს, რომელი-იგი მითვე ენითა მათითა სასმენელად ყოველთა წინაჲსწარმეტყუელებნ, არამედ არცა ეგრეთ უნდო და განსაგდებელ არს, რამეთუ ღმერთსა ეტყჳნ, ესე იგი არს, ვითარმედ საღმრთოდ იტყჳნ, და რამეთუ სულითა წმიდითა არა ლიტონად მომზრახ, არამედ საიდუმლოთა მეტყუელ არნ.
1 კორინთელთა მიმართ 14:2
1. შეუდეგით სიყუარულსა და ჰბაძევდით სულიერსა მას, უფროჲსღა, რაჲთა სწანაწარმეტყუელებდეთ.2. რამეთუ რომელი-იგი იტყჳნ ენითა, არა კაცთა ეტყჳნ, არამედ ღმერთსა, რამეთუ არავის ესმის, რამეთუ სულითა იტყჳს საიდუმლოთა.3. ხოლო რომელი წანაწარმეტყუელებნ, კაცთა ეტყჳს აღშენებასა, ვედრებასა და ნუგეშინის-ცემასა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14