თარგმანი: აწინდელსა ამას ადგილსა სულ ად წინაჲსწარმეტყუელთა მადლსა მას იტყჳს წინაჲსწარმეტყუელებასასა, ვითარმედ: იგივე მადლი, რომლისა მიერ შენ სწინაჲსწარმეტყუელებ, იგივე აიძულებს მას წინაჲსწარმეტყუელებად; არა თუ შენ წარგიღებს და მას მისცემს წინაჲსწარმეტყუელებასა, არამედ შენცა და მასცა ზოგად განგამდიდრებს; ოდენ ჰმორჩილობდით. ესე იგი არს — ადგილ სცემდით ურთიერთას, რაჲთა არა იქმნეს შფოთი და შერევნაჲ.
1 კორინთელთა მიმართ 14:32
31. რამეთუ შემძლებელ ხართ ესრეთ თითოეულად ყოველნი წანაწარმეტყუელებად, რაჲთა ყოველნი ნუგეშინის-ცემულ იყვნენ.32. და სულები წანაწარმეტყუელთა ისწავებდენ და ყოველნი დაემორჩილენ,33. რამეთუ არა არს ღმერთი შფოთისაჲ, არამედ მშჳდობისაჲ, ვითარცა-იგი ყოველთა ეკლესიათა წმიდათასა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 14