მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:23

22. და ვითარცა-იგი ადამის გამო ყოველნი მოსწყდებიან, ეგრეთცა ქრისტეს მიერ ყოველნი ცხოველ იქმნენ.23. ხოლო თჳთოეული თჳსითა წესითა: პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსვლასა მას მისსა.24. მაშინღა აღსასრული, რაჟამს მოსცეს სუფევაჲ ღმერთსა და მამასა, რაჟამს განაქარვნეს ყოველნი მთავრობანი და ყოველნი ჴელმწიფებანი და ძალნი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
23. ხოლო თჳთოეული თჳსითა წესითა: პირველად ქრისტე და მერმე ქრისტესნი იგი მოსვლასა მას მისსა.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო თითოეული თჳსითა წესითა (15,23).:

თარგმანი: რაჲთა არავინ ჰგონოს, ვითარმედ ყოველთა განცხოველებასა თანა ცოდვილნიცა ცხონდებიან, ამისთჳს ყოველთა განცხოველებასა იტყჳს ყოველთა აღდგომისათჳს, და მერმე ზედა-დაჰრთავს, ვითარმედ: "თითოეული თჳსითა წესითა", ესე იგი არს, ვითარმედ ყოველნი აღდგებიან, ხოლო თითოეულსა მიეგების საქმეთაებრ თჳსთა.

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: პირველად ქრისტჱ, მერმე ქრისტჱსნი (15,23).:

თარგმანი: ჭრისტჱსად იტყჳს, რომელნი-იგი სარწმუნოვებასა შინა გამობრწყინდეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის