თარგმანი: კუალად მკუდართა აღდგომისათჳს სიტყუად იწყებს, ხოლო მკუდართათჳს ნათლისღებად ამას უწოდს, რამეთუ ჟამსა მას წმიდისა ნათლისღებისასა სხუათავე ყოველთა თანა წარმოთქუმათა და აღთქუმათა სარწმუნოებისათა ამასცა აღუთქუამთ ვითარმედ: "მოველი აღდგომასა მკუდართასა და ცხორებასა მერმისა საუკუნოჲსასა". და ამით სასოებითა ნათელღებულთა უჴმარ ექმნეს ნათლისღებაჲ იგი, ვითარ სასოებითა აღდგომისაჲთა განხრწნადსა გუამსა არწმუნეს განბანაჲ იგი.
28. ხოლო რაჟამს დაემორჩილოს მას ყოველი, მაშინ თავადიცა ძე დაემორჩილოს მას, რომელმან-იგი დაამორჩილა მას ყოველი, რაჲთა იყოს ღმერთი ყოვლად ყოველსა შინა.29. უკუეთუ არა, რაჲ-მე ყონ, რომელნი-იგი ნათელს-იღებენ მკუდართათჳს? უკუეთუ ყოვლად მკუდარნი არა აღდგებიან, რაჲსაღა ნათელს-იღებენ მკუდართათჳს?30. ანუ ჩუენ რაჲსა-მე-ღა ვიჭირვით ყოველსა ჟამსა?
1 კორინთელთა მიმართ თავი 15