მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:38

37. და რომელი-იგი დასთესი, არა თუ იგი გუამი რომელ ყოფად არნ დასთესი, არამედ შიშუელი მარცუალი გინა თუ იფქლისაჲ, ანუ თუ სხუაჲ რომელიმე თესლი.38. ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თჳთოეულსა თესლსა თჳსი გუამი.39. არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუა არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს პირუტყუთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს თევზთაჲ,
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
38. ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თჳთოეულსა თესლსა თჳსი გუამი.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თითოეულსა თესლსა თჳსი გუამი (15,38).:

თარგმანი: ვინაჲთგან ღმერთი არს მოქმედ, ვითარცა ჰნებავს, ნუღარა იჭუნეულ ხარ საქმისათჳს, ვითარმედ უეჭუელად მოსცემს განხრწნილისა მის გუამისა კუალად-გებასა. ხოლო ამით მწვალებელთა პირსა დაუყოფს, ვითარმედ: არა სხუაჲ, არამედ ესევე გუამი ჩუენი აღდგომად და განცხოველებად არს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის