მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:39

38. ხოლო ღმერთმან მოსცის მას გუამი, ვითარცა უნებნ, და თჳთოეულსა თესლსა თჳსი გუამი.39. არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუა არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს პირუტყუთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს თევზთაჲ,40. და ჴორცნი იგი ზეცისათანი და ჴორცნი იგი ქუეყანისათანი; არამედ სხუა არს ზეცისათა მათ დიდებაჲ და სხუა არს ქუეყანისათაჲ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
39. არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუა არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს პირუტყუთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს თევზთაჲ,
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუაჲ არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს პირუტყუთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ. და სხუაჲ ჴორცი არს თევზთაჲ (15,39).:

თარგმანი: გესმა რაჲ სახედ შემოღებაჲ მარცულისაჲ, რაჲთა არა ჰგონო, ვითარმედ, ვითარ-იგი თავნი ჴუვილისანი ერთ არიან და მსგავს, ეგრეთვე გუამნი კაცთანი სწორ იყვნენ ზოგად ყოველთანი მერმესა მას აღდგომასა, ამისთჳს აწ კუალად სხჳთა სახითა პირველად უკუე ცოდვილთა ურთიერთას განყოფილებასა გიჩუენებს, ვითარმედ: ვითარ-ესე აქა კაცთა და პირუტყუთა გუამებისა განყოფილებაჲ არს, ეგრეთვე მუნ — ცოდვილთა სატანჯველისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის