მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:40

39. არა ყოველი ჴორცი ერთ ჴორც არს, არამედ სხუა არს კაცთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს პირუტყუთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს მფრინველთაჲ და სხუაჲ ჴორცი არს თევზთაჲ,40. და ჴორცნი იგი ზეცისათანი და ჴორცნი იგი ქუეყანისათანი; არამედ სხუა არს ზეცისათა მათ დიდებაჲ და სხუა არს ქუეყანისათაჲ.41. სხუაჲ დიდებაჲ არს მზისაჲ და სხუა დიდებაჲ არს მთოვარისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ; რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა,
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
40. და ჴორცნი იგი ზეცისათანი და ჴორცნი იგი ქუეყანისათანი; არამედ სხუა არს ზეცისათა მათ დიდებაჲ და სხუა არს ქუეყანისათაჲ.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ჴორცნი იგი ზეცისათანი და ჴორცნი იგი ქუეყნისათანი (15,40).:

თარგმანი: ჴორცად ზეცისად უწოდს მათ, რომელნი ქუეყანასა ზედა ზეცისასა ზრახვიდეს, ესე იგი არს გუამებსა წმიდათასა, რომელნი მდიდრად ბრწყინვიდეს მადლითა ნუგეშინისმცემელისაჲთა, ხოლო ჴორცად ქუეყანისა — ცოდვილთასა, რომელნი ქუეყანისა ვნებათა და საცთურთა მიდევნებულ იყვნეს.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის