მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:41

40. და ჴორცნი იგი ზეცისათანი და ჴორცნი იგი ქუეყანისათანი; არამედ სხუა არს ზეცისათა მათ დიდებაჲ და სხუა არს ქუეყანისათაჲ.41. სხუაჲ დიდებაჲ არს მზისაჲ და სხუა დიდებაჲ არს მთოვარისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ; რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა,42. ეგრეთცა აღდგომაჲ მკუდართაჲ, დაეთესვის ხრწნილებით და აღდგების უხრწნელებით;
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
41. სხუაჲ დიდებაჲ არს მზისაჲ და სხუა დიდებაჲ არს მთოვარისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ; რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა,
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: სხუაჲ დიდებაჲ არს მზისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს მთოვარისაჲ და სხუაჲ დიდებაჲ არს ვარსკულავთაჲ, რამეთუ ვითარცა-იგი ვარსკულავი ვარსკულავსა ჰმატს დიდებითა, ეგრეცა აღდგომაჲ მკუდართაჲ (15,41).:

თარგმანი: ვინაჲთგან პირველად წარმოთქუა განყოფილებისა ცოდვილთა სატანჯველისაჲსა სახედ თითოსახეობაჲ იგი ჴორცთა მფრინველთა და თევზთაჲსა, აწ ზეცისა მნათობთა განყოფილებასა შემოიღებს სახედ თითოსახისა მის დიდებულებისა წმიდათაჲსა, და ესრეთ, შემსგავსებულთა სახეთა მიერ ზედამიწევნით გუაუწყებს, ვითარმედ განყოფილებაჲ იქმნების პატივთაცა და პატიჟთაჲცა, მართალთა და ცოდვილთა კრებულისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის