მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 15:54

53. რამეთუ ჯერ-არს ხრწნილისა ამის შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა ამის შემოსად უკუდავებაჲ.54. ხოლო რა ჟამს განხრწნადმან ამან შეიმოსოს უხრწნელებაჲ და მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ, მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ: დაინთქა სიკუდილი ძლევითა.55. სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?
1 კორინთელთა მიმართ თავი 15
54. ხოლო რა ჟამს განხრწნადმან ამან შეიმოსოს უხრწნელებაჲ და მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ, მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ: დაინთქა სიკუდილი ძლევითა.
თავი თ̂. აღდგომისათჳს ჴორცთაჲსა მსოფლიოჲსა, რომელსა შინა იტყჳს ქრისტეს განგებულებისათჳს და კუალად-გებისა. მსგავსებაჲ აღდგომისაჲ სახისაგან თითოსახეთა თესლთაჲსა, დიდებად და მალად ცვალებისა და განახლებისა ჩუენისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო რაჟამს განხრწნადმან ამან შეიმოსოს უხრწნელებაჲ და მოკუდავმან ამან შეიმოსოს უკუდავებაჲ, მაშინ აღესრულოს სიტყუაჲ იგი წერილისაჲ (15,54).:

თარგმანი: ვინაჲთგან დიდნი საიდუმლონი წარმოთქუნა, ამათდა დასამტკიცებელად შემოიღებს სიტყუასა ოსეს წინაჲსწარმეტყუელისასა.

სიტყუანი კორინთელთა ა ებისტოლისანი თავი 11
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: "დაინთქა სიკუდილი ძლევითა" (15,54).:

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ სამარადისოდ არცაღა ნაწილი რაჲ მისი დაშთა ანუ მოლოდებაჲ მოქცევისაჲ.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის