თარგმანი: ეჰა სიმჴნე და ახოვნებაჲ პავლეს სულისაჲ, ვითარმცა აწვე ქმნილ იყო ყოფადი იგი საუკუნოჲ აღდგომაჲ და უხრწნელ ყოფაჲ, ესრეთ მდებარეს დაჰყივის სიკუდილსა ღაღადებითა საძლეველითა, და ამისსა შემდგომად თჳთვე გამოგჳთარგმნის ძალსა გალობისა ამის საძლეველისასა.
1 კორინთელთა მიმართ 15:55
...ბელი ძალსა მას აღდგომილისასა.
შთაიხედენით ადგილსა ამას, რომელი იქმნა ბჭე უხრწნელებისა, იხილეთ ქუაბი, რომლითა ზეცად აღმაღლდით.
დასცხერით სულ-თქუმისაგან და ცრემლთა და ნუ ეძიებთ ცხოელსა მას მკუდართა თანა. არქუთ სიკუდილსა სიქადულით: „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?“
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მოვედით, იხილეთ ადგილი, სადა დადვეს იგი. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა და აჰა წინაგიძღჳს თქუენ გალილეად, მუნ იხილოთ იგი. აჰა ეგერა გარქუ თქუენ. ხოლო იგინი წარვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა“ (28,6-8).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ამათ დედათა წინაჲთვე აწუევს სული წმიდაჲ ხარებად მოციქულთა და ეტყჳს პირითა ესაია წინაჲსწარმეტყუელისაჲთა: „დედანი ეგე მომავალნი ხილვად მოვედით“. ამისთჳსცა მირბიოდეს სიხარულით ხარებად მოციქულთა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ!“ (28,9).
დასჯილი იგი ევა განმართლებულ არს, ექსორიაქმნილი ადამ მოწოდებულ არს, წყევაჲ იგი განქარვებულ არს, სიკუდილი ძლეულ არს, ეშმაკი დაცემულ არს, მსახურნი მისნი სირცხჳლეულ არიან, მბრძოლნი ძლეულ არიან...
...ჲ კლდესა, კლდესა მას ვერაჲ ავნის, არამედ თჳსი იგი საწერტელი შემუსრის, ეგრეთვე სიკუდილი შეიმუსრა, მოუჴდა რაჲ კლდესა მას ცხორებისასა, რომელ არს ქრისტჱ, და საწერტელი თჳსი წარწყმიდა; ვიდრეღა რომელთა იგი პირველ აშინებდა, აწ ვეტყჳთ მას: „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?“ და კუალად ვიტყჳთ: აჴოცა ღმერთმან ყოველივე ცრემლი პირისაგან ჩუენისა.
მაშინ შეიკრა მძლავრი იგი ბოროტი და მწარედ იგლოვდა მდებარე ბჭეთა თანა ჯოჯოხეთისასა, ხედვიდა რაჲ, ვითარ მკუდარნი განცხოელდებოდეს, ტყუენი განთავისუფლდებოდეს, წმიდანი იგი მამათმთავარნი და წინაჲსწარმეტყუელნი იხარებდეს და გალობდეს. რომელნიმე იტყოდეს: „აღჴდა მაღალსა, წამოტყუენა ტყუე და გამოიყვანნა კრულნი სიმჴნითა თჳსითა“. ; სხუანი იტყოდეს: „რაჟამს მოაქცია უფალმან ტყუე სიონისაჲ, და ვიყვენით ჩუენ ნუგეშინისცემულ. მაშინ აღივსო პირი ჩუენი სიხარული-თა, და ენაჲ ჩუენი - გალობითა“. ხოლო ანგელოზნი და ყოველნი ზეცისა მჴედრობანი ღაღადებდეს: „დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთს...