თარგმანი: დაღაცათუ თჳთ დაიმდაბლებს თავსა თჳსსა, არამედ არა უნარჩევესობაჲ არს უკუანაჲსკნელ ჩუენებაჲ, რამეთუ არცაღა იაკობ უდარეს იყო ხუთასთა მათ, რომელთა შემდგომად ეჩუენა მას უფალი. გარნა ამას იქმს მოციქული, რაჲთა შენ წინა-განემზადო მდაბლისა ამის მიერ არა ურწმუნო ყოფად მაღალსა მას, იტყოდის რაჲ, ვითარმედ: "უფროჲს მათ ყოველთასა დავშუერ".
7. მერმე ეჩუენა იაკობს და მერმე მოციქულთა ყოველთა,8. უკუანაჲსკნელ ყოველთასა, ვითარცა ნარჩევსა, მეჩუენა მეცა.9. რამეთუ მე ვარ ნარჩევი მოციქულთაჲ, რომელი არა ვარ ღირს წოდებად მოციქულად, რამეთუ ვსდევნიდ ეკლესიათა ღრმთისათა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 15