თარგმანი: ამასცა უხუებისათჳს ეტყჳს საჴმართა მათ შეკრებულთაჲსა, ვითარმედ: უკუეთუ ესოდენნი რაჲმე იყვნენ, რომელ ღირდენ ჩემსაცა წარსლვასა, გულსმოდგინედ წარვიდე, ხოლო არა მე წარვიღო, არამედ თქუენთავე მათ გამორჩეულთა ჩემ თანა წარმოიღონ, რაჲთა თქუენვე მაქუნდეთ მოწამედ, ვითარმედ არარას ვიჴუმევ თქუენთაგანსა.
3. ხოლო რაჟამს მოვიდე, რომელნიცა-იგი გამოსცადნეთ წიგნებითა, ესენი წარვავლინნე მიღებად მადლისა მის თქუენისა იერუსალჱმდ.4. და უკუეთუ ღირდეს ჩემიცა წარსლვაჲ, ჩემ თანა მოვიდენ.5. ხოლო მოვიდე თქუენდა, რაჟამს მაკედონიაჲ განვლო, რამეთუ მაკედონიას განვჰვლი.
1 კორინთელთა მიმართ თავი 16