თარგმანი: სულად ამის სოფლისა — უწოდს კაცობრივსა სიბრძნესა და სწავლულებასა, რომლისა-იგი ზემოჲთგანვე იტყჳს არა-ქონებასა; ამისთჳს, რაჲთა არა მას მიეჩემოს სასწაული იგი ჯუარისა მიერ წარმართთა მოქცევისაჲ, არამედ სული წმიდაჲ ამისთჳს მიგჳღიეს, რაჲთა შეუძლოთ ცნობად ნიჭთა ამათ, რომელნი მოგუემადლნეს ჩუენ განჴორციელებითა ქრისტესითა, ვინაჲცა ესოდენ უაღრეს ვართ სოფლიოთა ბრძენთა, რაოდენ სული წმიდაჲ, მოძღუარი ჩუენი —მოძღუართა მათთა, პლატონს და პითაღორას.
1 კორინთელთა მიმართ 2:12
11. რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან.12. ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა;13. რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა, სულიერთა სულიერად შევატყუებთ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2