1.და მე მო-რაჲ-ვედ თქუენდა, ძმანო, არა მოვედ მეტნობისა სიტყჳთა სიბრძნისაჲთა მითხრობად თქუენდა წამებაჲ იგი ღმრთისაჲ.2.რამეთუ არარაჲ სხუაჲ დავიდევ გულსა ჩემსა უწყებად თქუენდა, გარნა ქრისტე იესუ და ესეცა ჯუარ-ცუმული.3.და მე უძლურებასა შინა და შიშსა და ძრწოლასა მრავალსა ვიყავ თქუენდა მიმართ.4.და სიტყუაჲ ჩემი და ქადაგებაჲ ჩემი არა რწმუნებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ გამოცხადებითა სულისაჲთა და ძალითა,5.რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთაჲთა, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა.6.ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან,7.არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა.8.რომელი-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა, რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა.9.არამედ ვითარცა წერილ-არს: რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თჳსთა.10.ხოლო ჩუენ ღმერთმან გამოგჳცხადა სულისა მიერ თჳსისა; რამეთუ სული ყოველსავე გამოეძიებს და სიღრმესაცა ღმრთისასა.11.რამეთუ ვინ-მე უკუე იცის კაცმან კაცისაჲ, გარნა სულმანვე კაცისამან, რომელი არს მის თანა? ეგრეთცა ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან.12.ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა;13.რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა, სულიერთა სულიერად შევატყუებთ.14.ხოლო მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ.15.ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის.16.რამეთუ ვინ ცნა გონებჲ უფლისაჲ, რაჲთამცა აზრახა მას? ხოლო ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს.
მოციქულისაჲ: ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, გარნა სიბრძნესა არა ამის სოფლისასა (2,6).
თარგმანი: ვინაჲთგან გამოაჩინა, ვითარმედ კაცთა მიერ სიბრძნედ შერაცხილი იგი სიცოფე არს, ხოლო საღმრთოჲ იგი — სიბრძნე, რომელი წარწყმედულთა მათ სიცოფედ შეურაცხიეს, იგი არს ჭეშმარიტი სიბრძნე. ამისთჳს აწ განჩინებულად სახელ-სდვა მას სიბრძნედ, ხოლო სიბრძნედ იტყჳს ქრისტეს ქადაგებასა, და რომელ ჯუარისა მიერ ცხონდა ყოველი სოფელი. იტყჳს უკუე, ვითარმედ: წარმართნი იგი ფილაფოსნი მათთა მათ მიმდგომთა ასწავლიან...
პავლესი: მშჳნვიერმან კაცმან არა შეიწყნარის სულისაჲ (2,14).
თარგმანი: მშჳნვიერად მას უწესს, რომელნი საქმეთა მათ, რომელნი გონებისაგან მათისა არა მიწთომილ იქმნებოდინ, არა შეიფარებდენ, ხოლო სულიერად — რომელნი ყიველსავე სარწმუნოვებით შეიწყნარებდენ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს::
...ს ხელში არის? - რომელნიმე მიითვალა უფალმან, სხვანი ბოროტ კაცთა დაისაკუთრეს“ (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, 1, გვ. 79).
ცხოვრება ქრისტიანისა - ჯვარისმტვირთველობაა, იგი ყოფნაა თვით ქრისტეში, სიყვარულია მოყვასის ბედნიერებისათვის მსხვერპლად გაღებული, გაცხადებაა სულისა და ძალისა, - როგორც ბრძანებს მოციქული პავლე (). მთავარია, ადამიანი არ შეეჭიდოს იმ სიმძიმეს, მისთვის რომ არ არის განკუთვნილი; მთავარია, მან მიაგნოს თავის ჯვარს, რათა აკურთხოს იგი უფალმან და იყოს უღელი მისი ტკბილ და ტვირთი მისი სუბუქ.
რომ ვიყოთ ჭეშმარიტი მსახურნი ქრისტესი, უნდა გვესმოდეს ჯვრის ღრმა აზრი და დიდი ძალა. ჟამნში ვკითხულობთ:
„უძლეველო, ახოვანო, საღმრთო ძლიერებაო პატიოსნისა და ცხოველმყოფელისა ჯვარისაო, გარეშემიცევ და დამიფარე ცოდვილი ესე“.
...თუ შენ შეძლებ ამ სიტყვების გულით მიღებასა და მათი დიდი მნიშვნელობის შეცნობას, ვერავინ და ვერაფერი ვერ დაგამარცხებს, და სიცოცხლის ბოლოს შენც შეგეძლება თქვა: „ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ, ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე“ (გალატელთა, 2, 19-20).
ჯვარი ჩვენი ძალაა განწმედის გზაზე. იგია უღონოთა ღონე, სუსტთა სიმტკიცე და ძლიერება, უძლურთა და სნეულთა მკურნალი, ცხოველმყოფელი, დაუშრეტელი წყარო, ფარი და მა...
...ამის შემოსად უკუდავებაჲ"** (). ხოლო სხეულთა აღდგინების შემდეგ უფალი აღგვითქვამს სასუფევლის ტკბობას, წმინდანებთან ერთობას, დაუსრულებელ მოსვენებას და იმ გამოუთქმელ სიკეთეებს, „რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუჴდა" (). მაშ, ხედავ, რა დიდია აღთქმათა უპირატესობა? ხედავ ნიჭთა სიდიადეს?
6. შეგონება სათნოებისა და სულიერი სიწმინდისკენ
ამაზე ვიფიქროთ და ვიცოდეთ აღთქმულის უტყუარობა, გულმოდგინებით მოვამზადოთ თავი სათნოების ღვაწლისთვის, რათა შევძლოთ აღთქმული სიკეთეებით ტკბობა; ჩვენს ცხონებას და ასეთი დიდი სიკეთეებით ტკბობას ნუ შევაფერხებთ დროებითი სიკეთეებისთვის, არ ვიმსჯელოთ სათნოების შრომაზე, არამედ საზღაურზე ვიფიქროთ; არ შევხედოთ ფულის დახარჯვას, როცა ღარიბებისთვის მიცემა საჭიროა, არამედ აქედან მოსალოდნელი შედეგები წარმოვიდგინოთ. სწორედ ამიტომ საღვთო წერილმა მოწყალება თესლს შეადარა, რათა სიხარულით და დიდი მოშურნეობით გავცემდეთ. თუ ისინი, ვინც მიწაში ისვრიან და აბნევენ შეკრებილ და დამარხულ თესლს, ამას დიდი სიხარულით აკეთებენ, კეთილი იმედებით იკვებებიან და მარცვლით სავსე თავთავებს წარმოიდგენენ, მით უფრო მეტად შეშვენის სიხარული და აღფრთოვანება მ...