მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 2:13

12. ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაჲ მოგჳღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან, რაჲთა ვიცოდით ღმრთისა მიერ მონიჭებული იგი ჩუენდა;13. რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა, სულიერთა სულიერად შევატყუებთ.14. ხოლო მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2
13. რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა, სულიერთა სულიერად შევატყუებთ.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელსაცა-ესე ვიტყჳთ არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათაჲთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა (2,13).:

თარგმანი: ესე არს შეუსწორებელი უზეშთაესობაჲ მოციქულთაჲ უფროჲს წარმართთა მათ ბრძენთა, რაოდენ თჳთ [თავადისა ღმრთისაჲ კაცთა...]

თავი ა̂, * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: არა სწავლულებითა კაცთა სიბრძნისა სიტყჳთა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაჲთა (2,13).:

თარგმანი: ამით სიტყჳთა უჩუენა უაღრესობაჲ მათი უფროჲს ჴორციელთა მათ ფილაფოსთასა, ვითარმედ ესოდენ უაღრეს მათსა ვართ ჩუენ, რომელ მათ მოძღურად ჰყავს პლატონ და პითაღორა და სხუანი ესევითარნი, ხოლო ჩუენი მასწავლელი არს სული წმიდაჲ, და არასადა საჴმარ არს კაცობრივი სიბრძნე, არამედ ყოველივე საქმე ჩუენი სულიერ არს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის