თარგმანი: სულიერად აწინდელსა ამას ადგილსა მორწმუნესა უწოდს, რომელი-იგი განიკითხავს ყოველსავე, ესე იგი არს, განარჩევს და მეცნიერ არს აქათა ამათ წარმავალობასა და მერმეთა მათ წარუვალობასა; იცის დაჴსნადი, და ჰრწამს დაუჴსნელი; ამას შეურაცხ-ჰყოფს, ხოლო მას აღირჩევს. ესრეთ უკუე, სულიერად წოდებული მორწმუნე ყოველსავე მეცნიერ არს ურწმუნოჲსასა და განიკითხავს მისსა ამაოებისა მიდევნებულებასა, ხოლო იგი ამისსა — ვერცა ერთსა რას, რამეთუ არაარსთა არს ჰგონებს, და წარმავალთა —წარუვალ, რომელნი-ესე მას ჰგონიან რადმე. ესენი წარჴდებიან და განქარდებიან, ხოლო რომელნი-იგი წარუვალ არიან და ჰგიან, მათდა მიმართ ურწმუნო არს, და ესრეთ, ორისაგანვე განეჴუების.
1 კორინთელთა მიმართ 2:15
14. ხოლო მშჳნვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულისა ღმრთისაჲსა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას, და ვერ შემძლებელ არს ცნობად, რამეთუ სულიერად განიკითხვინ.15. ხოლო სულიერი განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის.16. რამეთუ ვინ ცნა გონებჲ უფლისაჲ, რაჲთამცა აზრახა მას? ხოლო ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2