მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 2:6

5. რაჲთა სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი არა იყოს სიბრძნითა კაცთაჲთა, არამედ ძალითა ღმრთისაჲთა.6. ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან,7. არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2
6. ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან,
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ (2,6).:

თარგმანი: პირველად უკუე სისულელედ უწოდდა საღმრთოსა სიბრძნესა, რეცა ჩუეულებითა გარეშეთა სიტყჳსაჲთა. ხოლო აწ, რაჟამს განცხადებულად დაასაჯა სისულელე საწარმართოსა მას სიბრძნესა, ჭეშმარიტისა ამის სიბრძნისათჳს იწყებს სიტყუად; ესე იგი არს ქადაგებაჲ ქრისტესი, ჯუარისა მიერ ცხოვნებაჲ ყოველთა, ქუეშე კერძო ცისა მყოფთა. ა უწოდს, რამეთუ არიან სრულ, რომელთა კაცობრივი ყოველი შეურაცხ-ყვეს და საღმრთოთა შჯულთა მოქმედებასა მისცნეს თავნი თჳსნი.

თავი ა̂, * ა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, გარნა სიბრძნესა არა ამის სოფლისასა (2,6).:

თარგმანი: ვინაჲთგან გამოაჩინა, ვითარმედ კაცთა მიერ სიბრძნედ შერაცხილი იგი სიცოფე არს, ხოლო საღმრთოჲ იგი — სიბრძნე, რომელი წარწყმედულთა მათ სიცოფედ შეურაცხიეს, იგი არს ჭეშმარიტი სიბრძნე. ამისთჳს აწ განჩინებულად სახელ-სდვა მას სიბრძნედ, ხოლო სიბრძნედ იტყჳს ქრისტეს ქადაგებასა, და რომელ ჯუარისა მიერ ცხონდა ყოველი სოფელი. იტყჳს უკუე, ვითარმედ: წარმართნი იგი ფილაფოსნი მათთა მათ მიმდგომთა ასწავლიან სიბრძნესა ცოფსა და საწუთროჲსასა და მცირედჟამ მყოფსა, რომელსა შინა არარაჲ არს სარგებელი, უკუეთუ ჭეშმარიტი იგი სიბრძნე არა თანა-ერთოს, არამედ — ფრიადიცა სავნებელი. ხოლო ჩუენ მოციქულნი ჭეშმარიტსა მას სიბრძნესა ვასწავლით სრულთა მათ, რომელ არიან მორწმუნენი, რომელთაცა ჰრწმენეს ქრისტე, რამეთუ იგინი არიან სრულნი და ბრძენნი, რომელთა უგულებელს-ყვნეს კაცობრივნი საქმენი, ვითარცა უძლურნი და არად სარგებელნი, და მისცნეს თავნი მათნი ღმერთსა ესევითართა მათ ვასწავლით სიბრძნესა, ხოლო სიბრძნესა არა თუ ამის სოფლისასა, რომელი-იგი განხრწნადი და წარმავალი არს და არარაჲ არს მისგან საუკუნისა მის მიმართ მერმისა მიმავალი, არამედ დალევნასა თანა ამის საწუთროჲსასა დაილევის...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის