თარგმანი: აწინდელსა ამას ადგილსა სიბრძნედ ღმრთისა უწოდს საიდუმლოსა მას ქრისტეს განკაცებისასა, რომელი-იგი პირველ ქმნისა ანგელოზთაგანცა უცნაურ იყო, რომელი-ესე არს პირველი სახე საიდუმლოდ დაფარულობისა მისისაჲ. ხოლო მეორე, რამეთუ სხუებრ ვიხილეთ და სხუებრ გურწამს, და რომელსა-ესე ხატითა მონისაჲთა ვხედავთ, პირველ საუკუნეთა ღმრთად და მეუფედ აღვიარებთ, და თაყუანის-ვსცემთ მოწყალობათა და სიმდაბლესა კაცთმოყუარებისა მისისასა.
6. ხოლო სიბრძნესა ვიტყჳთ სრულთა მათ მიმართ, ხოლო სიბრძნესა არა ამის სოფლისასა, არცა მთავართა მათ სოფლისათა, რომელნი განქარვებად არიან,7. არამედ ვიტყჳთ სიბრძნესა ღმრთისასა, საიდუმლოდ დაფარულსა მას, რომელი-იგი პირველადვე განაჩინა ღმერთმან უწინარეს საუკუნეთა სადიდებელად ჩუენდა.8. რომელი-იგი არავინ მთავართაგანმან ამის სოფლისამან იცნა, რამეთუ უკუეთუმცა ეცნა, არამცა უფალი იგი დიდებისაჲ ჯუარს-ეცუა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 2