თარგმანი: ამიერითგან მხილებად მისსა იწყებს, რომელსა-იგი ესიძვა, და ფრიად შუენიერ ჰყოფს შესავალსა მოძღურებისა სიტყუათასა, რამეთუ სიმდიდრესა მას მადლისასა და ნიჭსა სულისა წმიდისასა მოჴსენებითა უმძიმეს ჰყოფს ბრალსა მის ცოდვისასა, ვინაჲთგან ტაძარი ღმრთისაჲ და სამკჳდრებელ სულისა წმიდისა ქმნილი გუამი, ყოვლად საძნაურ არს ამისსა შემდგომად სადგურ ვნებათა ქმნად.
1 კორინთელთა მიმართ 3:16
15. რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან.16. არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის?17. რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3