მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:19

18. ნუვინ თავსა თჳსსა აცთუნებნ. უკუეთუ ვისმე ბრძენ ჰგონიეს თავი თჳსი თქუენ შორის ამას სოფელსა, სულელ იქმენინ, რაჲთა იყოს იგი ბრძენ.19. რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა.20. და კუალად იტყჳს: უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არიან ამაო.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
19. რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს: რომელმან შეიპყრნის ბრძენნი სივერაგითა მათითა.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა (3,19).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: არა ხოლო შეწევნად ვერ შემძლებელ, არამედ უფროჲსღა წინააღმდგომ და მაბრკოლებელ არს საღმრთოჲსა ამის სიბრძნისა პოვნად, სიბრძნე იგი გარეშეთაჲ, არა თუ ვინმე სრულიად შეურაცხ-ყოს და განაგდოს იგი.

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ სიბრძნე ამის სოფლისაჲ სიცოფე არს წინაშე ღმრთისა, რამეთუ წერილ არს (3,19).:

თარგმანი: რამეთუ არა თუ ოდენ არად სარგებელ არს ჴორციელი სიბრძნე ჭეშმარიტისა მის სიბრძნისა სწავლად, არამედ უფროჲსად აბრკოლებს-ცა, რაჟამს კაცი ჰგონებდეს თუ: "ყოველივე ვიცი", და არა ენებოს სხუათა მიერ მეცნიერთა ჭეშმარიტებისათა სწავლაჲ სულიერისა მის სიბრძნისაჲ.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის