მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 3:7

6. მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა.7. აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი.8. ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან; და კაცად-კაცადმან თჳსი სასყიდელი მიიღოს თჳსისაებრ შრომისა.
1 კორინთელთა მიმართ თავი 3
7. აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე, არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი (3,7).:

თარგმანი: იხილე სიბრძნე პავლესი, ვითარ შეურაცხებაჲ და მხილებაჲ ყოველი თავსა თჳსსა და აპოლლოჲს ზედა დაიკრიბა, რაჲთა ესრეთ ღონისძიებით შეკდიმებულ ყვნეს მოძღურებასა ზედა განლაღებულნი იგი, და ჯეროვნად განსწავლნეს ღმრთისა მხოლოდ მიჩემებად ყოვლისავე კეთილისა, რაჲცა ვის აქუნდეს.

თავი ა̂, * ბ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: აწ უკუე არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი — ღმერთი. ხოლო დამსხმელი იგი და მომრწყველი ერთ არიან (3,7-8).:

თარგმანი: იხილე, ვითარ დაუბრკოლებელ ყო შეურაცხებაჲ მათთა მათ წინამძღუართაჲ —ბრძენთა მათ და ფილაფოსთაჲ, რაჟამს თავსა თჳსსა და აპოლოს ზედა მოიღო ყოველი შეურაცხებაჲ საჩინოდ, ხოლო ფარულად მათ მოასწავებს, რამეთუ თჳსითა და აპოლოჲს მიზეზითა გამოაჩინა, ვითარმედ ღმრთისა მიმართ ოდენ ჯერ-არს ხედვაჲ და ყოვლისავე კეთილისა მიზეზსა მისდა მიმართ დადებად. ამით პირითა ერთ არიან დამსხმელი და მომრწყველი, რამეთუ ორთავე სწორად ვერ ძალუც აღორძინებაჲ თჳნიერ ღმრთისა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათჳს, რაჲ სჭამოთ ანუ ჰსუათ; ნუცა ჴორცთა თქუენთათჳს, რაჲ შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროჲს არს საზრდელისა და გუამი - სამოსლისა?“ (6,25).:

...და ჴორცთათჳს ჰყოფს სიტყუასა, რაჲთა ამისგან იგიცა გულისჴმა-გჳყოს, ვითარმედ არცა ჴორცთა აგებულებაჲ საზრდელისაგან ჰგიეს, არცა სული ამისთჳს მკჳდრ არს მათ შინა, არამედ განგებულებითა ღმრთისაჲთა იქმნების ესე, ვითარცა პავლე იტყჳს, ვითარმედ: „არცა დამსხმელი რაჲ არს, არცა მომრწყველი, არამედ აღმაორძინებელი ღმერთი“. ხოლო ესრეთ გულისჴმა-გჳყო რაჲ ჩუენისა ამის ბუნებისაგანვე, ვითარმედ არარას ჴელ-გუეწიფების ქმნად თავით თჳსით და ამისთჳს არა გჳღირს ზრუნვაჲ, არამედ ყოველივე ღმრთისა მიგდებად ზრუნვაჲ ჩუენი, კუალად გარეშე-თაცა საქმეთაგან შემოიღებს სახესა ამის ჯერისათჳს:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიხედეთო მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ. არა-მე უფროჲს თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთასა?“ (6,26).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ყოვლით კერძო გულისჴმა-გჳყოფს, რაჲთა არა ვზრუნვიდეთ, - უაღრესისაგან და უდარესისა: უაღრესისა სულისაგან და უდარესისაგან ჴორცთაჲსა, და უმეტესადღა უდარესისაგან - მფრინველთა ცისათა, ვითარმედ უკუეთუ ესრეთ უნდოთა ამათ და შეურაცხთა ესრეთ კეთილად იურვის, არა უფროჲსად თქუენთჳს იზრუნოსა?

ესე ერისა მის მიმართ თქუა, რომელთა ფრიადი აქუნდა უმეცრებაჲ, ხოლო ოდეს-იგი ეშმაკისა მიმართ ჰყოფ...

სრულად ნახვა