თარგმანი: სისულელედ სოფლიოჲთა სიტყჳთა უწოდს — ქრისტესთჳს აღრჩევასა ჭირთა და ტანჯვათა შემთხუევისასა. ხოლო სოფლიოდ სიბრძნედ სახელ-სდებს კორინთელთასა მას დიდების მოყუარებასა, ვითარ ქრისტეს მიერ მოცემულთა მათ ნიჭთა ზედა, ვითარცა თავით თჳსით მოგებულთა, ეგრეთ მაღლოოდეს. რამეთუ, უკუეთუ ქრისტეს მიერ განბრძნობილ და არა თავით თჳსით ბრძენ იყვნეს, რაჲსაღა მაღლოვოდეს?
1 კორინთელთა მიმართ 4:10
9. რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა.10. ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ.11. ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით,
1 კორინთელთა მიმართ თავი 4