მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 4:9

8. აწვე განმაძღარ ხართ და აწვე განჰმდიდრდით და თჳნიერ ჩუენსა სუფევდით! და თუმცა სუფევდით, რაჲთა ჩუენცა თქუენ თანა ვსუფევდეთ!9. რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა.10. ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4
9. რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ვითარცა სასიკუდინენი (4,9).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ აქავე ჯერ-არს ძიებაჲ მოსაგებელთა სიმდიდრისა და მეფობისათაჲ, ამიერ ვჰგონებ ოდენ, და არა დამიმტკიცებიეს-ცა, ვითარმედ ჩუენ მოციქულნი უკუანაჲსკნელად სადმე შეურაცხიეთ ყოველთა კაცთა, ვითარცა სასიკუდინედ განწირულნი, რამეთუ შრომითა და ჭირითა აღუთქუამს ჩუენდა მოგებაჲ სასუფეველისაჲ, და არა ფართოებითა და უჭირველობითა, ვითარ-ეგე თქუენ ჰყოფთ. ესრეთ დაკნინებითა არა ხოლო თავთა თჳსთაჲთა, არამედ სამოციქულოჲსა მისცა პატივისაჲთა სიმძიმესა მწუხარებისასა ცხად ჰყოფს, რომელი-იგი აქუნდა მას ზუაობით განწვალებულებისათჳს კორინთელთაჲსა.

თავი ა̂, * დ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ესრე ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ თითისსაჩუენებელ ვიქმნენით სოფლისა (4,9).:

თარგმანი: შეწუხებულისა სიტყუათა იტყჳს, და უფროჲსად მაყუედრებელისა, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: ვითარ მე ვხედავ თქუენთა საქმეთა, ჩუენ მოციქულნი სადმე უფროჲს ყოველთაჲსა დასჯილ და სასიკუდინო გამოვჩნდით ღმრთისა მიერ, იგი არს, მზა მოსაკლველად ყოველთა მიერ, რამეთუ ჩუენ ჭირისა და გუემათათჳს განმზადებულ ვართ, ხოლო თქუენ აწვე ჰსუფევთ, რამეთუ ვინაჲთგან თქუენ ესრეთ ადრე თჳნიერ ჭირისა იწყეთ სუფევად, ამის მიერ გულსავსე ვიქმნებით, ვითარმედ ჩუენ სადმე ვითარცა უკუანაჲსკნელნი და უდარესნი ყოველთანი ჭირისათჳს ჩინებულ ვართ ჩუენ მოციქულნიო, რომელთა ესოდენი ჭირი თავს-გჳც ქრისტესთჳს, ხოლო ვითარ ვჰგონებ თუ უკუანაჲსკნელად გამოგუაჩინნა, ამისთჳს, რამეთუ თითისსაჩუენებელ ვიქმნენით სოფლისა, ესე იგი არს, ვითარმედ არა თუ ერთსა ადგილსა ვიტანჯენით, არამედ ყოველსა ქუეყანასა; და თქუენ აწვე თჳნიერ ჭირისა სასუფეველი გეზმანების და ღირსად შეგირაცხიან თავნი თქუენნი! ესრეთ უკუე ზუაობასა მათსა ამაოდ გამოაჩინებს.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლ ჴსენებაჲ შრომათა და მოღუაწებათაჲ წმიდათა მოციქულთა და მოწამეთაჲ:

...არცა-იგი პავლე წამებს ყოველთათჳს და იტყჳს, ვითარმედ: „აქა ჟამამდე გუშიისცა და გუწყურისცა და ვიქენჯნებით და განუსუენებელ ვართ და ვშურებით“. და მცირედ ზემორე ამათ სიტყუათასა იტყოდა, ვითარმედ: „თითისსაჩუენებელ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა“. რაჲ არს თითისსაჩუენებელ? ესე იგი არს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა ერთსა ყურესა სოფლისასა ანუ ერთსა ადგილსა აღესრულნეს ღუაწლნი ჩუენნი, არამედ ყოველთავე სახილველ და საცნაურ იქმნნეს. ხოლო რაჲ არს „ანგელოზთა და კაცთა“? ესე იგი არს, ვითარმედ იქმნების საქმე სახილველი კაცთაჲ ხოლო და არა ანგელოზთაცა ხილვისა ღირსი, ოდეს უნდოჲ რაჲმე და მცირე იყოს; ხოლო ჩუენნი მოღუაწებანიო და შრომანი ესოდენნი იქმნნეს და ესევითარნი, ვიდრეღა ანგელოზნიცა შემოკრბეს ხილვად გარდამატებულისა მის შრომისა და სათნოებათა და ღუაწლთა სიმრავლისა. და ვითარცა ოდეს საკჳრველსა რასმე და უცხოსა საქმესა ხედვიდენ კაცნი, თითითა უჩუენებენ ურთიერთას, ეგრეთვე ანგელოზთა თითისსაჩუენებელ იქმნა მოღუაწებაჲ და ახოვნებაჲ მოციქულთაჲ და განკჳრვებულნი ხედვიდეს კაცთა მათ, შემოსილთა ჴორცითა, ვითარ აღასრულებდეს საქმეთა უაღრესთა ანგელოზებრივისა მის ბუნებისათა. ამისთჳსცა ყოველი სოფელი მოინადირ...

სრულად ნახვა