მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

1 კორინთელთა მიმართ 4:3

2. ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს.3. ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა; არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ.4. რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები; ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4
3. ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა; არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ.
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო (4,3).:

თარგმანი: თქუა რაჲ, ვითარმედ უჴმს მნესა და განმგებელსა საღმრთოთა საქმეთასა, რაჲთა სარწმუნო იყოს, აწ განაკრძალებს, რაჲთა არა მათ ამის ჯერისათჳს განიკითხონ პავლეცა, ვითარმედ: სარწმუნო-მე არსა ანუ არა, რომელი-ესე არა თუ სიმაღლისა ანუ ზუაობისაგან, არამედ ამისთჳს საწუნელება უჩნდა მას, რაჲთა არა იჭუნეულობამან მოძღურისა და ქადაგისამან შეამთხჳოს მოწაფეთა იჭუნეულ ყოფაჲ სარწმუნოებისა მისთჳსცა მის მიერ მათდა ქადაგებულისა.

თავი ა̂, * გ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა (4,3).:

თარგმანი: რამეთუ არა მის სიტყჳსა მიერ, რომელ თქუა თუ — "საძიებელ არს მნეთა შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს" — იჭუეულ იქმნენ პავლესთჳსცა თუ: სარწმუნოჲ-ძი არს ანუ არა, რომელ-ესე დამჴსნელი იყო მათისა სარწმუნოებისაჲ, თუმცა მისთჳს იჭუეულ იქმნეს. ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მე უღირსად და საწუნელად მიჩნს, თუმცა თქუენ მიერ ანუ სხჳსა ვის კაცისა მიერ განვიკითხვოდე, რამეთუ ჩემ ზედა არა ჯერ-არს ამისი ქმნაჲ. ხოლო ესე არა თუ ზუაობისათჳს თქუა, არამედ, ვითარცა ვთქუ, ეშინოდა, ნუ-უკუე მოძღურებაჲ მისი და სარწმუნოებაჲ, რომელ ექადაგა მათდა, იჭუეულად შეჰრაცხონ და წარწყმდენ. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თქუენ გწუნობ, და ამისთჳს საწუნელებად მიჩნს თქუენ მიერ განკითხვაჲ, არამედ არცა სხჳსა ვის კაცისა მიერ თავს ვიდებ ამას დღეთა ამათ შინა კაცობრივთა (ესე იგი არს, საწუთროსა ამას, რომელსა შინა კაცნი განიკითხვენ ურთიერთას).

ჰომილია 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. უღირსი მღვდლები და განკითხვის საფრთხე:

...თუ მმართველთა ცხოვრებას გამოვიძიებთ, თვითონ ჩვენ გავხდებით მოძღვართა ხელდამსხმელნი, და ზემოთა ქვემოთ ექცევა: ზემოთ ფეხები იქნება, ქვემოთ კი თავი.

მოისმინე პავლე, რომელიც ამბობს: „ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა“ (); და კვლავ: „ხოლო შენ რაჲსა განიკითხავ ძმასა შენსა?“ (). თუ ძმის განკითხვა არ არის ჯეროვანი, მით უმეტეს მოძღვრისა. თუ ეს ღმერთმა გიბრძანა, კარგად იქცევი და სცოდავ, თუ არ აღასრულებ; ხოლო თუ პირიქითაა, ნუ გაბედავ და დადგენილ საზღვრებს ნუ გადასცდები. ხბოს შექმნის შემდეგ აარონს აუჯანყდნენ კორეს, დათანისა და აბირონის მომხრენი; მერე რა? განა არ დაიღუპნენ? თითოეულმა თავის საქმეზე იზრუნოს. თუ მოძღვრება გაუკუღმართებული აქვს, ანგელოზიც რომ იყოს, ნუ დაემორჩილები; ხოლო თუ სწორად ასწავლის, მის ცხოვრებას კი ნუ მიაპყრობ ყურადღებას, არამედ სიტყვებს....

სრულად ნახვა