თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ: ვინაჲთგან მათდაცა განკითხვად და ბრალეულ ყოფად შემძლებელ არს უფალი, რომელთა ვერარაჲ ბრალი შეეცნას თავისა თჳსისადა, რაჲსათჳს თქუენ განიკითხავთ ძმათა თქუენთა? — ცხად არს, ვითარმედ ესე იყო სენი კორინთელთაჲ. ამისთჳს უწინარეს ყოვლისა ამას განჰკურნებს, რაჲთა არა განიკითხვიდენ ურთიერთას.
1 კორინთელთა მიმართ 4:5
4. რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები; ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს.5. ამისთჳს ნუ წინაწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ.6. ხოლო ესე, ძმანო, სახედ დავდევ თავისა ჩემისა და აპოლოჲსა თქუენთჳს, რაჲთა ჩუენ მიერ ისწაოთ არა უფროჲს წერილისა მის ზრახვად, რაჲთა არა ერთი-ერთსა ზედა განჰლაღნეთ მოყუსისათჳს.
1 კორინთელთა მიმართ თავი 4