თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "ნუ აღერევით მეძავთა თანა", რაჲთა არა ჰგონებდენ, თუ გინა თუ ურწმუნოჲ იყოს, გინა თუ მორწმუნე, მეძავი, — ყოვლისაგანვე გუაყენებს მიახლებასა, და თქუეს-მცა თუ: შეუძლებელთა საქმეთა გუამცნებს, რამეთუ შეუძლებელცა იყო ესე, ვინაჲთგან ურწმუნონი იგი ყოველნი მეძავნი იყვნეს და ურწმუნონი მრავალნი იყვნეს მუნ. ვითარმცა ერიდნეს არა-ზრახვად მათდა, ანუ არა-სყიდად მათგან, ანუ არა-მისყიდად მათდა, ანუ სხუაჲ ყოველი ესევითარი. ამისთჳს უკუე, თქუა რაჲ მოციქულმან, ვითარმედ "ნუ თანა-აღერევით მეძავთა", მეყსეულად შესძინა, ვითარმედ: "არა თუ მეძავთა ამის სოფლისათა". ხოლო მეძვად ამის სოფლისა — წარმართთა მათ ურწმუნოთა იტყჳს, ვითარმცა იტყოდა, ვითარმედ: არა თუ ესრეთ ვიტყჳ თუ წარმართთა მეძავთა ანუ მტაცებელთა ანუ კერპთმსახურთა ნუ მიეახლებით, რამეთუ ესე შეუძლებელ არს, არამედ ვიტყჳ, რაჲთა მორწმუნეთა შორის იქმოდით ამას.
8. რაჲთა ვზატიკობდეთ არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა.9. მოვწერე თქუენდა წიგნსა ამას შინა: ნუ თანა-აღერევით მეძავთა;10. და არა თუ ყოველთა მეძავთა ამის სოფლისათა, გინა ანგაჰრთა, გინა მტაცებელთა, გინა კერპთ-მსახურთა; უკუეთუ არა, თანა-გაც სამე სოფლით გამოსლვაჲ.
1 კორინთელთა მიმართ თავი 5